top of page

 კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ 

21272858_1427510503952820_3234236037291889509_o_edited_edited.png

+995 551 787 923

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

  სოციალური თერაპიის სახლი, როგორც დღის ცენტრი, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ადამიანებისთვის 1990 წლიდან დღემდე უწყვეტად ფუნქციონირებს. დღეისათვის, ყოველდღიურად 55 ზრდასრული შშმ პირი ჩვენს სახელოსნოებში მონაწილეობს ხის ხელნაკეთი ნივთების, წიგნებისა და წიგნაკების დამზადებაში, სურნელოვანი სანთლებისა და ფოტოების ჩანთებზე, მაისურებზე, ჭიქებზე ბეჭდვის პროცესში. შშმ პირებს უტარდებათ მუსიკის, ძერწვის, ხატვის, მოძრაობის თერაპიები. დავდივართ ექსკურსიებზე, გამოფენებზე, კაფეებში.

 ჩვენთან დაგხვდებათ თბილი და ყურადღებიანი გარემო, რომელიც ძალიან უყვართ ბენეფიციარებს. 

 გარდა ზემოაღნიშნული საქმიანობისა, სოციალური თერაპიის სახლი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სხვადასხვა სასწავლო სემინარებს.

​

ვალდორფი ლისი

final variation-04_edited.png

+995 595 699 923

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

  არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირი, ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისი სახელმწიფოს მიერ აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის კონცეფცია აერთიანებს საბავშვო ბაღს, დაწყებით, საბაზო-საშუალო სკოლასა და პროფესიული გადამზადების სემინარს. ხელმძღვანელობა  ეფუძნება ჰორიზონტალურ თვითმმართველობის პრინციპს.

 ორგანიზაციის მიზანია შექმნას პიროვნების ფიზიკური, გონებრივი, სულიერ-მშვინვიერი ჰარმონიული განვითარებისთვის ხელსაყრელი, ჯანსაღი გარემო.  აღმზრდელ-პედაგოგები და მშობლები ქმნიან სააღმზრდელო სოციუმს, ინაწილებენ პასუხისმგებლობას ბავშვისა და მოზარდის განათლების, აღზრდა-განვითარების საკითხებში.  ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას.

კავშირი ბიოგრაფიაზე მუშაობისთვის საქართველოში 

ლოგო - ბიოგრაფიის კავშირი.jpg

+995 597 470 848

biographywork.ge

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

 ჩვენი კავშირი გთავაზობთ, პროფესიულ კურსს „ბიოგრაფიაზე მუშაობა ანთროპოსოფიის საფუძველზე“.  კურსდამთავრებულები დაეუფლებიან ბიოგრაფიის კონსულტანტის პროფესიას და გადაეცემათ ბიოგრაფიაზე მუშაობის ტრენერთა საერთაშორისო ფორუმის (International Trainer Forum, Dornach, Switzerland) მიერ აღიარებული დიპლომი. კურსის მსვლელობის განმავლობაში სტუდენტებს ასწავლიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.

 ბიოგრაფიაზე მუშაობა გულისხმობს კლიენტის ბიოგრაფიის განხილვას კანონზომიერებების მიხედვით, კლიენტს შეუძლი გააცნობიეროს განვლილი გზა და ცხოვრების მოვლენები, ახალი რაკურსით შეხედოს წარსულს, დასახოს მომავლის პერსპექტივა. ბიოგრაფიაზე მუშაობის საწყისებთან დგანან მკვლევარები - ბერნარდ ლივეჰუდი და გუდრუნ ბურკჰარდი.

სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი - თემი ქედელი

ლოგო Paint_edited_edited.png

+995 599 230938            

+995 599 686718

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

​  1999 წლიდან  შშმ ადამიანებისთვის მდგრადი მომავლის და სამუშაო პირობების შექმნისთვის ვზრუნავთ. ქედელში შშმ პირები ღირსების შესაფერ, ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ. ამჟამად თემს აქვს 3 სახლი, სადაც 28 სპეციალური საჭიროების ადამიანი ცხოვრობს. 

  ​თემი ქედელის  საწარმოებია - საცხობი - ცხვება პური მთელი თემისთვის; ხის სადურგლო – მზადდება სათამაშოები, სკამები, მაგიდები და ა.შ; საქსოვი  სახელოსნო  – ნატურალური ნედლეულით ქსოვილების,  თოჯინებსა და სხვა აქსესუარების დამზადება.

  არტ თერაპია - სამკურნალო ევრითმია,  ბაღი და სასათბურე მეურნეობა - ხილ-ბოსტნეული ჩვენი მოხმარებისთვის; მეცხოველეობის ფერმა;  ჩვენს ბენეფიციარებს კვირაში ერთი დღე ცეკვის გაკვეთილები აქვთ.

​ ქედელის მიზანია შშმ ადამიანებისთვის მდგრადი მომავლის და სამუშაო პირობების შექმნა.

ახალგაზრდული საზოგადოება პარსიფალი - მაწევანი

Parzival-Logo_edited_edited.png
  • Youtube
  • Facebook
  • LinkedIn

ორგანიზაციის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის განათლებისა და სოციალური ინიციატივების დაგეგმვა-განხორციელება. პარსიფალის ხედვაა სოფელში შეიქმნას საზოგადოება, სადაც თითოეული ადამიანის საქმიანობა ორგანულად შეერწყმება სხვებისას, შექმნის ჰარმონიასა და ერთობლივად განაპირობებს საერთო კეთილდღეობას. ​ჩვენი პროექტებია:

  • ადგილობრივი მოზარდებისთვის, 10-14 წლამდე უფასოდ საშაბათკვირაო სკოლა;  

  • ახალგაზრდული სემინარი - 18-დან 27 წლამდე;

  • იპოთერაპია - ცხოველებთან ურთიერთობა თერაპიული და სასწავლო მიზნებისთვის;

  • ბიომეურნეობა - ბუნებასთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება, ბევრი ახალგაზრდის მიწასთან დაბრუნება,

  • ხის, თიხის სახელოსნოები და სოციალური საწარმო - Madeinparzival

თბილისის თავისუფალი ვალდორფის საბავშვო ბაღი

თოფურია.jpg

+995 3 2 2 30 30 98

  • Youtube
  • Facebook
  • LinkedIn

წინა საუკუნის 80-ან წლებში, თბილისში, ანთროპოსოფიით
დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფში, გაჩნდა იდეა, ვალდორფის პედაგოგიკის ელემენტებით მომუშავე ჯგუფი შეექმნათ. 1990 წელს გაიხსნა ახალი სახელმწიფო საბავშვო ბაღი, რომელიც ექსპერიმენტული პედაგოგიკით მომუშავე ჯგუფებით იყო დაკომპლექტებული. ანთროპოსოფიით დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფი დაუკავშირდა ამ ბაღის ხელმძღვანელს, გააცნეს ვალდორფის პედაგოგიკა და ვალდორფის ბაღისთვის გამოიყო სივრცე.  1994 წელს დაარსდა თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა და ბაღიც სკოლას შეუერთდა.  2007 წლის 29 ოქტომბერს თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ ბაღი დარეგისტრირდა როგორც არასამეწარმეო, არამომგებიანი იურიდიული პირი ,,აღზრდის ხელოვნება“, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქიონირებს.

ანთროპოსოფიული საზოგადოების საკონტაქტო ინფორმაცია

ა (ა) ი პ საერთაშორისო ანთროპოსოფიული საზოგადოება საქართველოში
ქ. თბილისი, 0108, ზეინაბ ბოცვაძის ქ. N10

 +995 322 999 576

ელ-ფოსტა - anthropos.geo@gmail.com

​

  • Instagram
  • Facebook

ჩვენს შესახებ

  • ვებსაიტი დამზადებულია კერძო ინიციატივით

  • ვებსაიტი, გარდა რუდოლფ შტაინერის ნაშრომებისა, აერთიანებს ინფორმაციას საქართველოში არსებული ანთროპოსოფიული პროექტების, ორგანიზაციების, ადამიანებისა და ინიციატივების შესახებ

  • ვებსაიტის ზოგადი პოლიტიკა - ინფორმირება, თანასწორობა და თანამშრომლობა 

  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • YouTube
  • TikTok
bottom of page