top of page

რუდოლფ შტაინერი
(1861-1925)

ფილოსოფიის დოქტორი, პედაგოგი, მხატვარი, პოეტი, რეჟისორი, არქიტექტორი, პრაქტიკოსი - კულტურა, მედიცინა, სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სულის მეცნიერების, ანთროპოსოფიის ფუძემდებელი

csm_Steiner_Portait.crop1024x1024_8d2d824dea.jpg

ბიოგრაფია

წარმოგიდგენთ რუდოლფ შტაინერის მიერ დაწერილი წიგნის "ჩემი ცხოვრების გზა"  მოკლე ვერსიას. აღნიშნული წიგნი (GA 28) ავტორის მიერ არ არის დასრულებული. იგი, არსებული სახით, 1925 წელს მარია შტაინერის მიერ იქნა გამოცემული.

რუდოლფ შტანერის ბიოგრაფიის შესახებ, მისი გარდაცვალების შემდგომ დაწერილ იქნა სხვადასხვა ავტორების, მისი თანამოაზრეების მიერ, რომლებსაც ელექტრონული სახით შემოგთავაზებთ.

ბავშვობა

1861წ.-1873წ.

ოჯახი, სკოლა, გარემო

   რუდოლფ შტაინერი დაიბადა 1861 წლის 27 თებერვალს ქ. კრალევეცში, ავსტრიელი კათოლიკეების ოჯახში.  მშობლები დუნაის ჩრდილოეთით მდებარე ტყიანი მხარის შვილები არიან. მათ განსაკუთრებულად უყვართ მშობლიური მხარე, თუმცა ბედმა, ცხოვრების ძირითადი ნაწილი, მისგან შორს გაატარებინა. 

ქვემო ავსტრიის სამხრეთ ნაწილში, შტაიერმარკის საზღვრის მახლობლად, რუდოლფის მამა რკინიგზის სადგურ პოტშახის ხელმძღვანელად დაინიშნა, სადაც რუდოლფმა ორიდან რვა წლამდე დაჰყო. “ჩემმა ბავშვობამ გაიარა საოცარ ბუნებაში” - აღნიშნავს იგი. გარშემო, ქვედა ავსტრიისა და შტირიის დამაკავშირებელი მთებია,  ნაცრისფერი ქედები, ირგვლივ სიმწვანე, რომელიც შორს არსებულ დიდებულებით სავსე მთის მწვერვალებს გამოკვეთს.

აქ, მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მღვდელი, რომელიც თითქმის ყოველ დღე ოჯახს სტუმრობს - "ლიბერალურად განწყობილი კათოლიკე სასულიერო პირი, რომელიც გამოირჩევა შემწყნარებლობითა და კეთილგანწყობით", უყვარს იუმორი, არის პრაქტიკულად მოაზროვნე და კარგ რჩევებს იძლევა. მშობლებს, ამავე პერიოდში,  გოგონა და ბიჭი შეეძინათ. 

პატარაობისას, რუდოლფს, სათამაშოებს შორის ყველაზე მეტად დასურათებული წიგნები იზიდავს, რომელშიც ამბები ძაფის გამოწევით ცოცხლდებიან. ასეთ წიგნებს, დასთან ერთად, საათობით უზის, შედეგად სწავლობს წერა-კითხვას.  სასკოლო ასაკის დადგომისას, სკოლაში სიარული ხანმოკლეა. მამამ მალევე გამოიყვანა და საკუთარ თავზე აიღო მისთვის სწავლების პასუხისმგებლობა. სკოლის მიტოვების მიზეზი მასწავლებელთან, რომელთანაც რუდოლფის მშობლები მეგობრობდნენ, ურთიერთობის გაწყვეტაა. რუდოლფის თანატოლმა, მასწავლებლის შვილმა, მას დააბრალა სკოლაში მელნით მაგიდებზე ხატვა. ამ ინციდენტის შემდეგ მამამ გადაწყვიტა, რომ შვილს სკოლაში აღარ უნდა ევლო. 

რუდოლფი, მამასთან სამსახურში საათობით ზის წერს და კითხულობს. თუმცა, უფრო დიდი ინტერესითა და ბავშვური ხალისით ითვისებს პრაქტიკულ, ცხოვრებისეულ საქმიანობებს. სახლიდან სამიოდე წუთის სავალზე წისქვილს ხშირად სტუმრობს და პროცესებს აკვირდება, რკინიგზაზე ინჟინრული მექანიზმებით ინტერესდება, სახლთან კიდევ უფრო ახლოს საქსოვი ფაბრიკაა, თუმცა მასში შესვლა აკრძალულია და ბავშვის ინტერესს უფრო მეტად ამძაფრებს. 

რვა წლის ასაკში, ოჯახი საცხოვრებლად პატარა, უნგრულ სოფელ ნოიდორფლში გადადის, ლაიტასთან (ამჯერად ავსტრია). როგორც წინა შემთხვევაში, აქაც საოცრად ლამაზი, თუმცა განსხვავებული ბუნება ხიბლავს - ერთ მხარეს ტყით დაფარული მაღლობები, მეორე მხარეს კი დაბლობი, ველები, ტყეები, მწვერვალზე საყდარი, ციხე-კოშკები. ხშირად, მშობლებთან ერთად ან მარტო, საათობით დადის. სეირნობისას ხვდებდა ბერებს, საუბრობს მათთან. 

ნოიდორფლის სკოლაში დამხმარე მასწავლებელი დიდ გავლენას ახდენს რუდოლფზე. მან, მის ოთახში გეომეტრიის წიგნი იპოვა და პითაგორის თეორიით ძალიან მოიხიბლა - “პირველად გეომეტრიაში შევიტყვე რა არის ბედნიერება”.  რუდოლფი, მასწავლებლის წყალობით სწავლობს ხელოვნებას, ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე დაკვრას, მეცხრე წელს კი ნახშირით ხატავს. ამავე პერიოდში, ხშირად სიამოვნებით უსმენს უნგრელი ბოშების მუსიკას. ეს ყველაფერი ხდება ეკლესიასა და სასაფლაოსთან სიახლოვეს, სადაც დიდ დროს ატარებს. დამხმარე მასწავლებლის გარდა, მისთვის დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს მღვდელი - “ენერგიული, უნგრელი პატრიოტი”. იგი, კვირაში ორჯერ, სკოლაში გაკვეთილებს უტარებს. 10 წლამდე აქტიურად მონაწილეობს ეკლესიის მსახურებაში და მისთვის საპატივცემულო მღვდელთან ხშირი ურთიერთობის საშუალება ეძლევა. მის სახეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში, დრო და დრო ხედავს.

Rudolf-Steiner-lebenstationen-Kraljevec (2).jpg
10.50.00-1-1024x614.jpg

2011-2014

Degree
University Name

Briefly describe your degree and any other highlights about your studies you want to share. Be sure to include relevant skills you gained, accomplishments you achieved or milestones you reached during your education.

2007-2010

Degree
University Name

Briefly describe your degree and any other highlights about your studies you want to share. Be sure to include relevant skills you gained, accomplishments you achieved or milestones you reached during your education.

ანთროპოსოფიული საზოგადოების საკონტაქტო ინფორმაცია

ა (ა) ი პ საერთაშორისო ანთროპოსოფიული საზოგადოება საქართველოში
ქ. თბილისი, 0108, ზეინაბ ბოცვაძის ქ. N10

 +995 322 999 576

ელ-ფოსტა - anthropos.geo@gmail.com

ვებსაიტი -
+

ჩვენს შესახებ

  • ვებსაიტი დამზადებულია კერძო ინიციატივით

  • ვებსაიტი, გარდა რუდოლფ შტაინერის ნაშრომებისა, აერთიანებს ინფორმაციას საქართველოში არსებული ანთროპოსოფიული პროექტების, ორგანიზაციების, ადამიანებისა და ინიციატივების შესახებ

  • ვებსაიტის ზოგადი პოლიტიკა - ინფორმირება, თანასწორობა და თანამშრომლობა 

  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • YouTube
  • TikTok
bottom of page