top of page

რა არის ანთროპოსოფია?                        

   "ანთროპოსია არის სულიერი მეცნიერება თანამედროვე ევროპაში, მეცნიერება სულის შესახებ, რომელიც გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში. ეს მოძრაობა არსებობს საქართველოშიც და ჰყავს მრავალი მიმდევარი. ეს არის ქრისტიანული მოძრაობა, როგორც მოგახსენეთ ეს არის მიქაელური ქრისტიანობა. მაგრამ, ამავე დროს, უნდა მოგახსენოთ, რომ ზოგს ეშლება, ზოგი ურევს ანთროპოსოფიას რელიგიაში.

 

  ანთროპოსოფია არ არის რელიგია. ეს არის შემეცნებითი მიმდინარეობა და არა აღმსარებლობა. ამიტომ შეცდომით ამბობენ, ან მართლმადიდებელი იყავი, ან ანთროპოსოფიო. ასე არ დგას საკითხი. ეს იგივეა, რომ თქვა: ან მართლმადიდებელი იყავი, ან ჰეგელიანელი. აქ საქმე იმაში გახლავთ, რომ ანთროპოსოფიას რელიგიური აღმსარებლური პრეტენზიები არა აქვს. ეს არის შემეცნებითი გზა. მართალია, დასავლეთში რელიგიური თემიც არსებობს, რომელიც მასზე არის აღმოცენებული, მაგრამ თავისთავად ანთროპოსოფიის ფუძემდებელი - რუდოლფ შტაინერი არ იყო ახალი რელიგიის ან კონფესიის ფუძემდებელი. ის არის ქრისტეს, ქრისტიანობის მიმდევარი და ქრისტიანობის ახალი შენეცნებითი ფორმის შემქმნელი. ასე რომ, აქ არ უნდა მოხდეს ცნებათა აღრევა და არ უნდა შეგვეშალოს.

 

    როგორც მოგახსენეთ, არსებობს აგრეთვე მრავალი დარგი ანთროპოსოფიული მეცნიერებისა: ანთროპოსოფიური მედიცინა, ბიოლოგია, პედაგოგიკა. კერძოდ, ანთროპოსოფიურმა მედიცინამ უდიდესი როლი შეასრულა ჩვენში 9 აპრილს მოწამლულთა მკურნალობაში. მაშინ როდესაც მათ ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი სახეობის წამალი ვერ კურნავდა მათ, თავიანთი სკოლის მიერ შექმნილი, ისეთი მედიკამენტები ჩამოიტანეს, რომლებმაც უშველა მოწამლულებს, გადაარჩინა უამრავი ადამიანი.

 

   უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ მართლმადიდებლურ კულტზე არსებობს ლექცია რუდოლფ შტაინერისა, რომელიც ძალზე მაღალ დონეზე აყენებს მართლმადიდებლობას კათოლიკურთან შედარებით. მე შემიძლია პირდაპირ ციტატა წაგიკითხოთ. სართოდ რუდოლფ შტაინერი მართლმადიდებლურ ფილოსოფიასთან ძალიან ღრმად იყო დაკავშირებული, კერძოდ, ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიასთან და თავის ერთ-ერთ წინამორბედად მას თვლიდა, როგორც მართლმადიდებელ ფილოსოფოსს. არის, 1922 წელს წაკითხული, ციკლი ლექციებისა - "ზეცნობადი გავლენები კაცობრიობის ისტორიაში", სადაც რუდოლფ შტაინერი ამბობს: "კათოლიკურ ეკლესიაში კულტი და რიტუალი უფრო თვალითსახილველი სიმბოლოების ხასიათს ატარებს, აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი იგი ისეთი რამ არის, რასაც სული სწვდება უღრმესი მოწიწებით ....."

unnamed.jpg

   ზვიად გამსახურდია, 1990 წლის 2 მაისი, "იდრიატის" ფესტივალზე

ანთროპოსოფიული საზოგადოების საკონტაქტო ინფორმაცია

ა (ა) ი პ საერთაშორისო ანთროპოსოფიული საზოგადოება საქართველოში
ქ. თბილისი, 0108, ზეინაბ ბოცვაძის ქ. N10

 +995 322 999 576

ელ-ფოსტა - anthropos.geo@gmail.com

ვებსაიტი -
+

ჩვენს შესახებ

  • ვებსაიტი დამზადებულია კერძო ინიციატივით

  • ვებსაიტი, გარდა რუდოლფ შტაინერის ნაშრომებისა, აერთიანებს ინფორმაციას საქართველოში არსებული ანთროპოსოფიული პროექტების, ორგანიზაციების, ადამიანებისა და ინიციატივების შესახებ

  • ვებსაიტის ზოგადი პოლიტიკა - ინფორმირება, თანასწორობა და თანამშრომლობა 

  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • YouTube
  • TikTok
bottom of page