top of page

რუდოლფ შტაინერი
(1861-1925)

ფილოსოფიის დოქტორი, პედაგოგი, მხატვარი, პოეტი, რეჟისორი, არქიტექტორი, პრაქტიკოსი - კულტურა, მედიცინა, სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სულის მეცნიერების, ანთროპოსოფიის ფუძემდებელი

csm_Steiner_Portait.crop1024x1024_8d2d824dea.jpg

რუდოლფ შტაინერის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი თარიღები

 დაიბადა 1861 წლის 27 თებერვალს, მაშინდელ უნგრეთში, ამჟამინდელ ხორვატიაში.
1863წ. - ბავშვობა გაატარა პოტშახში, სადაც მამამისი სადგურის უფროსი იყო. 
1869წ. - მამა გადაჰყავთ ნოიდორფში. 1872წ-მდე დადიოდა სოფლის სკოლაში. 
1872წ. - სწავლობს ვინერ-ნოიშტატდის რეალურ სასწავლებელში. 1877წ. დაიწყო კანტის შესწავლა.
1879წ.-1882წ. - სწავლობს ვენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში. სწავლობს ფიხტეს, ეუფლება მათემატიკას, ფიზიკას, ბუნებისმეტყველებას. ესწრება კარლ იულიუს შროერის ლექციებს ლიტერატურაზე.
1882წ.-1897წ - მას ავალებენ გოეთეს საბუნებისმეტყველო შრომების გამოცემას გერმანული ნაციონალური ლიტერატურის ფარგლებში (GA 1A-E). გამომცემელი იოზეფ კიურშნერი. გამოიცემა გოეთეს მორფოლოგიური შრომების ტომი.
1884წ.-1890წ. - მუშაობს კერძო მასწავლებლად ვენაში შპეხტების ოჯახში.
1886წ. - გამოიცა "გოეთეს მსოფლმხედველობის შემეცნების თეორიის ძირითადი საკითები" (GA 2). 
1888წ. - არედაქტირებს "გერმანულ ყოველკვირეულს" ვენაში (GA 31). სწავლობს ესთეტიკას, პარალელურად კითხულობს ლექციებს გოეთეს საზოგადოებაში (GA 30).
1890წ.-1897წ. - მუშაობს გოეთესა და შილერის არქივში, ვაიმარში.  გამოსცა გოეთეს საბუნებისმეტყველო შრომები. ფერთა თეორიასა და ოსტეოლოგიაზე შრომების გამოკლებით. 
1891წ. - მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, თემაზე - "შემეცნების თეორიის ძირითადი საკითხები ფიხტეს მეცნიერულ სწავლებზე განსაკუთრებული აქცენტით." 
1894წ. - გამოიცა "თავისუფლების ფილოსოფია". 
1895წ. - გამოიცა "ფრიდრიხ ნიცშე, თავისი ეპოქის წინააღმდეგ მებრძოლი" (GA 5).
1897წ. -  გამოიცა "გოეთეს მსოფლმხედველობა" (GA 6)
1899წ.-1904წ. -  გადადის ბერლინში, მუშაობას იწყებს სკოლაში მუშებისთვის.  მუშაობს "ლიტერატურული ჟურნალის" რედაქტირებაზე. აქტიურად მონაწილეობს თავისუფალი ლიტერატურული საზოგადოების საქმიანობაში.
1900წ.-1901წ. - გამოიცა "ჰეკელი და მისი მოწინააღმდეგეები"; "სამყაროსეული და ცხოვრებისეული შეხედულებები XIXს. 
1914წ. - გამოიცა "ფილოსოფიის გამოცანები" (GA 18). დაიწყო ანთროპოსოფიული სალექციო და თეოსოფიური საზოგადოების ბერლინის სექციაში მოღვაწეობა. გამოიცა "მისტიკა, ახალი დროის სულიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე" (GA 7).
1902წ.-1912წ. - დაიწყო ანთროპოსოფიის ფორმირება და რეგულარული საჯარო ლექციები მთელს ევროპაში. 
იანვარში გახდა თეოსოფიური საზოგადოების წევრი, ოქტომბერში კი დაფუძნდა გერმანული სექცია და გახდა გენერალური მდივანი. ამ პერიოდში დაიწყო მეგობრობა და თანამშრომლობა მარია ფონ სივერსთან (1914 წლიდან მარია შტაინერი).
1902წ. - გამოიცა "ქრისტიანობა როგორც მისტიკური ფაქტი" (GA 8).
1903წ. - დაფუძნდა ჟურნალი "ლუციფერი", მოგვიანებით ეწოდა "ლუციფერ გნოზისი"  (სტატიები GA 34).
1904წ. - გამოიცა "თეოსოფია", "ზეგრძნობადი სამყაროების შემეცნება და ადამიანის დანიშნულება" (GA 9).
1904/05წ. - გამოიცა "როგორ მიიღწევა ზენა სამყაროთა შემეცნება" (GA 10), "აკაშა-ქრონიკიდან" (GA 11). `"უზენაესი შემეცნების საფეხურები" (GA 10).
1910წ. - გამოიცა "იდუმალთმეტყველების ნარკვევი" (GA 13).
1910წ.-1913წ. - მიუნხენში დაიდგა მისი ოთხი დრამა-მისტერია (GA 14). ჩატარდა და გამოიცა ლექციების ციკლი ქრისტოლოგიაში, რომლებშიც მრავალმხრივ არის გაშუქებული ქრისტეს მნიშვნელობა და გოლგოთას მისტერია, როგორც ცენტრალური მოვლენა კაცობრიობის ევოლუციაში (უშუალოდ ქრისტესა და ქრისტიანობაზე გამოსულია 16 ტომზე მეტი, აგრეთვე სხვადასხვა ციკლში შესულია ცალკეული ლექციები).
1911წ. - გამოიცა "ადამიანისა და კაცობრიობის სულიერი წინამძღოლობა" (GA 15).
1912წ. - გამოიცა "სამშვინველის ანთროპოსოფიული კალენდარი", "კვირის გამონთქვამები" (შესულია: GA 40). "ადამიანის გზა თვითშემეცნებისკენ" (GA 16).
1913წ. - თეოსოფიური საზოგადოებიდან გამოსვლა და ანთროპოსოფიული საზოგადოების დაფუძნება; "სულიერი სამყარო ზღურბლი (GA 17).
1913წ.-1922წ.- რუდოლფ შტაინერის მიერ შესრულებული ესკიზებითა და მისი ხელმძღვანელობით პირველი გოეთეანუმის (ორგუმბათიანი) აშენება და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის, ასევე სხვადასხვა დანიშნულების შენობების აგება. 
1914წ.-1923წ. - დორნახსა და ბერლინში ლექციების ციკლი თემებზე- ხელოვნება, ბუნებისმეტყველება, მედიცინა, თეოლოგია, სოციალური ცხოვრება.  
1912წ. - დაფუძნდა მოძრაობის ხელოვნება - "ევრითმია".  
1916წ.-1918წ. - გამოიცა "ადამიანის გამოცანები" (GA 20). "სამშვინველის გამოცანები" (GA 21). "გოეთეს სულიერი სახე გასნილი "ფაუსტში" და ზღაპარი გველსა და შროშანზე" (GA 22).
1919წ. - რუდოლფ შტაინერი იწყებს მოძრაობას სოციალური ორგანიზმის სამწვეროვნების თაობაზე, წერს სტატიებს და კითხულობს ლექციებს სამხრეთ გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში. გამოიცა "სოციალური საკითხების არსობრივი პუნქტები თანამედროვებისა და მომავლის აუცილებლობებში" (GA 23). სტატიები სოციალური ორგანიზმის სამწევრიანობაზე (GA 24). თავისუფალი ვალდროფის სკოლის დაფუძნება შტუტგარტში, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.
1920წ. - ჯერ კიდევ დაუმთავრებელ პირველ გოეთეანუმში დაიწყო ანთროპოსოფიული უმაღლესი სკოლის კურსი. 
1921წ. - დაფუძნდა ყოველკვირეული ჟურნალი "გოეთეანუმი", რომელშიც ქვეყნდება  რუდოლფ შტაინერის ლექციები და სტატიები (შესულია GA 36-ში).
1922წ. - კოსმოლოგია, რელიგია და ფილოსოფია (GA 25).
1922/23წ. - 31 დეკემბერს ღამე გოეთეანუმი ცეცხლმა შთანთქა.  
1923წ. - უწყვეტი სალექციო მოღვაწეობა. საზოგადოება ხელახლა დაფუძნდა, როგორ საყოველთაო ანთროპოსოფიული საზოგადოება რუდოლფ შტაინერის ხელმძღვანელობით.
1923წ.-1925წ. - ინტენსიური სალექციო კურსები, ყოველკვირეულად წერს საკუთარ ბიოგრაფიას - "ჩემი ცხოვრების გზა" (GA 28), გამოიცა "ანთროპოსოფიული თეზისები" (GA 26). მუშაობს დოქტორ იტა ვეგმანთან ერთად წიგნზე "სულისმეცნიერული შემეცნებით თერაპიის გაფართოებისთვის" (GA 27).
1924წ. - ინტენსიური სალექციო ვიზიტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ქმნის მეორე გოეთეანუმის მაკეტს.
რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ აიგო. 

1925წ. - 30 მარტს რუდოლფ შტაინერი გარდაიცვალა დორნახში.

 

ბიოგრაფია

წარმოგიდგენთ რუდოლფ შტაინერის წიგნის - "ჩემი ცხოვრების გზა" საფუძველზე დაწერილ ბიოგრაფიას. აღნიშნული წიგნი (GA 28) ავტორის მიერ არ არის დასრულებული. იგი, არსებული სახით, 1925 წელს მეუღლის - მარია შტაინერის მიერ იქნა გამოცემული.

რუდოლფ შტაინერის გარდაცვალების შემდგომ, მისი ბიოგრაფია დაწერილ იქნა სხვადასხვა ავტორების, თანამოაზრეების მიერ, რომლებსაც ცალკე ელექტრონული სახით შემოგთავაზებთ.

ბავშვობა

1861წ.-1873წ.

ოჯახი, სკოლა, გარემო

   რუდოლფ შტაინერი დაიბადა 1861 წლის 27 თებერვალს ქ. კრალევეცში, ავსტრიელი კათოლიკეების ოჯახში.  მშობლები დუნაის ჩრდილოეთით მდებარე ტყიანი მხარის შვილები არიან. მათ განსაკუთრებულად უყვართ მშობლიური მხარე, თუმცა ბედმა, ცხოვრების ძირითადი ნაწილი, მისგან შორს გაატარებინა. 

ქვემო ავსტრიის სამხრეთ ნაწილში, შტაიერმარკის საზღვრის მახლობლად, რუდოლფის მამა რკინიგზის სადგურ პოტშახის ხელმძღვანელად დაინიშნა, სადაც რუდოლფმა ორიდან რვა წლამდე დაჰყო. “ჩემმა ბავშვობამ გაიარა საოცარ ბუნებაში” - აღნიშნავს იგი. გარშემო, ქვედა ავსტრიისა და შტირიის დამაკავშირებელი მთებია,  ნაცრისფერი ქედები, ირგვლივ სიმწვანე, რომელიც შორს არსებულ დიდებულებით სავსე მთის მწვერვალებს გამოკვეთს.

აქ, მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მღვდელი, რომელიც თითქმის ყოველ დღე ოჯახს სტუმრობს - "ლიბერალურად განწყობილი კათოლიკე სასულიერო პირი, რომელიც გამოირჩევა შემწყნარებლობითა და კეთილგანწყობით", უყვარს იუმორი, არის პრაქტიკულად მოაზროვნე და კარგ რჩევებს იძლევა. მშობლებს, ამავე პერიოდში,  გოგონა და ბიჭი შეეძინათ. 

პატარაობისას, რუდოლფს, სათამაშოებს შორის ყველაზე მეტად დასურათებული წიგნები იზიდავს, რომელშიც ამბები ძაფის გამოწევით ცოცხლდებიან. ასეთ წიგნებს, დასთან ერთად, საათობით უზის, შედეგად სწავლობს წერა-კითხვას.  სასკოლო ასაკის დადგომისას, სკოლაში სიარული ხანმოკლეა. მამამ მალევე გამოიყვანა და საკუთარ თავზე აიღო მისთვის სწავლების პასუხისმგებლობა. სკოლის მიტოვების მიზეზი მასწავლებელთან, რომელთანაც რუდოლფის მშობლები მეგობრობდნენ, ურთიერთობის გაწყვეტაა. რუდოლფის თანატოლმა, მასწავლებლის შვილმა, მას დააბრალა სკოლაში მელნით მაგიდებზე ხატვა. ამ ინციდენტის შემდეგ მამამ გადაწყვიტა, რომ შვილს სკოლაში აღარ უნდა ევლო. 

რუდოლფი, მამასთან სამსახურში საათობით ზის წერს და კითხულობს. თუმცა, უფრო დიდი ინტერესითა და ბავშვური ხალისით ითვისებს პრაქტიკულ, ცხოვრებისეულ საქმიანობებს. სახლიდან სამიოდე წუთის სავალზე წისქვილს ხშირად სტუმრობს და პროცესებს აკვირდება, რკინიგზაზე ინჟინრული მექანიზმებით ინტერესდება, სახლთან კიდევ უფრო ახლოს საქსოვი ფაბრიკაა, თუმცა მასში შესვლა აკრძალულია და ბავშვის ინტერესს უფრო მეტად ამძაფრებს. 

რვა წლის ასაკში, ოჯახი საცხოვრებლად პატარა, უნგრულ სოფელ ნოიდორფლში გადადის, ლაიტასთან (ამჯერად ავსტრია). როგორც წინა შემთხვევაში, აქაც საოცრად ლამაზი, თუმცა განსხვავებული ბუნება ხიბლავს - ერთ მხარეს ტყით დაფარული მაღლობები, მეორე მხარეს კი დაბლობი, ველები, ტყეები, მწვერვალზე საყდარი, ციხე-კოშკები. ხშირად, მშობლებთან ერთად ან მარტო, საათობით დადის. სეირნობისას ხვდებდა ბერებს, საუბრობს მათთან. 

ნოიდორფლის სკოლაში დამხმარე მასწავლებელი დიდ გავლენას ახდენს რუდოლფზე. მან, მის ოთახში გეომეტრიის წიგნი იპოვა და პითაგორის თეორიით ძალიან მოიხიბლა - “პირველად გეომეტრიაში შევიტყვე რა არის ბედნიერება”.  რუდოლფი, მასწავლებლის წყალობით სწავლობს ხელოვნებას, ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე დაკვრას, მეცხრე წელს კი ნახშირით ხატავს. ამავე პერიოდში, ხშირად სიამოვნებით უსმენს უნგრელი ბოშების მუსიკას. ეს ყველაფერი ხდება ეკლესიასა და სასაფლაოსთან სიახლოვეს, სადაც დიდ დროს ატარებს. დამხმარე მასწავლებლის გარდა, მისთვის დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს მღვდელი - “ენერგიული, უნგრელი პატრიოტი”. იგი, კვირაში ორჯერ, სკოლაში გაკვეთილებს უტარებს. 10 წლამდე აქტიურად მონაწილეობს ეკლესიის მსახურებაში და მისთვის საპატივცემულო მღვდელთან ხშირი ურთიერთობის საშუალება ეძლევა. მის სახეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში, დრო და დრო ხედავს. 

ბავშვობის ამ ეტაპზე რუდოლფი აღნიშნვას, რომ ნოიდროფლში საიდუმლოდ მოქმედებს მასონების ლოჟა, რომლის ხელმძვანელია სოფელში არსებული ფაბრიკის დირექტორი. პროცესებში მანაწილეობენ სხვა ფაბრიკის დირექტორი და კაბების გამყიდველი. მათი საქმიანობა ცხადია მაშინ როდესაც შორი უცხო ადამიანები სტუმრობენ. ისინი სოფლის მოსახლეობაზე უარყოფით შთაბეჭდილებას ახდენენ. რუდოლფი აღნიშნავს რომ ამ ლოჟის შესახებ მას არ აქვს წარმოდგენა, თუმცა უარყოფითად მოქმედებს ფაბრიკის დირექტორის არაკორექტული საუბრები ეკლესიის მიმართ. ერთ დღესაც მღვდელმა ქადაგებისას განმარტა ნამდვილი თანასწორობა ადამიანებს შორის და თანასწორობის მტრობის მაგალითად განიხილა ადამიანები მასონური ლოჟიდან. თავისი სიტყვა მან ასე დაასრულა: ვისაც ქრისტე გიყვართ, დაიმახსოვრეთ ვინ არის ჭეშმარიტების მტერი - მასონები და ებრაელები! რუდოლფს განსაუთრებულად მოეწონა მღვდლის სულისვეთება.  

რუდოლფის სამყაროსთვის სრულიდან საპირისპიროდ, მამა პოლიტიკით იყო დაინტერესებული და  ყოველ ორ სამ დღეში მეგობართან ერთად მსჯელობდა. რუდოლფი დაინტერესებული იყო არა  იმ შინაარსით რაზეც საუბრობდნენ არამე იმ ფორმით, რა ფორმასაც იღებდა მათი ურთიერთდამოკიდებულება პოლიტიკაზე საუბრისას - ისინი არასდროს არ ეთანხმებოდნენ  ერთმანეთს, იყო ემოციური ფონი, მამის უცნაური გამოვლინებები. პოლიტიკაზე საუბრისას ზოგჯერ, გვერდზე სოფლიდან სტუმრობს ექიმი, რომელიც მშობლებისთვის და სხვა ნაცნობებისთვის ”შერეკილად” ითვლება. რუდოლფმა პირველად, მისგან გაიგო გოეთე, შილერი, ლისსინგი და მისი წყალობით თვალწინ  ახალი სამყარო გადაიშალა.

ბრუდოლფ შტაინერი მოკლე ბიორაფია

2011-2014

Degree
University Name

ბავშვობა, სკოლა

Briefly describe your degree and any other highlights about your studies you want to share. Be sure to include relevant skills you gained, accomplishments you achieved or milestones you reached during your education.

2007-2010

Degree
University Name

Briefly describe your degree and any other highlights about your studies you want to share. Be sure to include relevant skills you gained, accomplishments you achieved or milestones you reached during your education.

რუდოლფი და მარი.jpg

რუდოლფი და მარია

ანთროპოსოფიული საზოგადოების საკონტაქტო ინფორმაცია

ა (ა) ი პ საერთაშორისო ანთროპოსოფიული საზოგადოება საქართველოში
ქ. თბილისი, 0108, ზეინაბ ბოცვაძის ქ. N10

 +995 322 999 576

ელ-ფოსტა - anthropos.geo@gmail.com

​

  • Instagram
  • Facebook

ჩვენს შესახებ

  • ვებსაიტი დამზადებულია კერძო ინიციატივით

  • ვებსაიტი, გარდა რუდოლფ შტაინერის ნაშრომებისა, აერთიანებს ინფორმაციას საქართველოში არსებული ანთროპოსოფიული პროექტების, ორგანიზაციების, ადამიანებისა და ინიციატივების შესახებ

  • ვებსაიტის ზოგადი პოლიტიკა - ინფორმირება, თანასწორობა და თანამშრომლობა 

  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • YouTube
  • TikTok
bottom of page