2025 წლის ივნისში
საერთაშორისო ანთროპოსოფიული საზოგადოების საქართველოში დაარსებიდან 30 წელი გავიდა

ადამიანთმცოდნეობა და სოციალური თერაპია
ფასი
თვეში 160 ლარი
ხანგრძლივობა
2 წელი
სწავლა იწყება 2025 წლის სექტემბრიდან
პროგრამის/კურსის შესახებ
გთავაზობთ ბაზისურ კურსს ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ ადამიანთმცოდნეობასა და სოციალურ თერაპიაში.
კურსი პასუხს გასცემს კითხვებს:
• ვინ არის ადამიანი?
• რა არის მისი ცხოვრების მიზანი?
• როგორ ვითარდება იგი?
• როგორ აღვზარდოთ საკუთარი შვილები?
• რას ნიშნავს ჯანსაღი ურთიერთობები თანამედროვე ეპოქაში?
• რას ნიშნავს შეფერხება განვითარებაში?
• როგორ ჩავრთოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები საზოგადოებრივ ცხოვრებაში?
სოციალური თერაპიის სფეროა შესაძლებელი გახადოს განვითარების შეფერხების მქონე სრულწლოვან ადამიანთა ინდივიდუალური სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი განვითარება, ადამიანის ღირსების შესაფერისი ცხოვრება, სოციალური ინტეგრაცია, საზოგადოების მიერ ერთობლივ ცხოვრებაში მათი წვლილის აღქმა.
კურსის ერთ-ერთი მიზანია: სოციალ-თერაპევტებისა და პედაგოგების მომზადება-გადამზადება, რათა მათ შეძლონ ურთიერთობა და მუშაობა განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდებთან და ზრდასრულებთან როგორც ყოფით, ისე შრომით პირობებში; მშობლებისა და მომავალი მშობლებისათვის პედაგოგიური ცოდნის მიწოდება.
სწავლება მოიცავს თეორიულ, მხატვრულ და პრაქტიკულ კურსებს. კურსის განმავლობაში დამუშავებული იქნება შემდეგი თემები:
• ადამიანი, როგორც ფიზიკურ-მშვინვიერ-სულიერი არსება
• ადამიანი, როგორც განვითარებადი არსება. დაბადება და გარდაცვალება
• ადამიანის განვითარების შვიდწლიანი ფაზები. კრიზისული ასაკები
• ცნობიერების ფორმები
• ხატოვანი და ცნებითი ცნობიერება
• ბავშვის ფსიქიკური ფუნქციების განვითარება
• ტემპერამენტი და მისი როლი ბავშვის აღზრდაში
• შეფერხება განვითარებაში და მისი ფორმები
• საზოგადოება, როგორც სამწვერა ორგანიზმი
• ორგანიზაციის ელემენტები და მისი განვითარების ფაზები
• სოციალური კონფლიქტები და სოციალური მგრძნობელობის გამომუშავება
• განვითარების შეფერხების მქონე ადამიანების სოციალური ინტეგრაცია და მათი უფლებების დაცვა
• სამკურნალო პედაგოგიკისა და სოციალური თერაპიის ისტორია
მხატვრული საქმიანობები მოიცავს: ხატვას, ძერწვას, ევრითმიას, დრამას, თექისა და რბილი თოჯინების დამზადებას
სწავლა მიმდინარეობს სამუშაოდან მოუწყვეტლად.
სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს მიეცემათ კავშირის სერთიფიკატი.
საუკეთესო სტუდენტს კურსის დამთავრების შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს პრაქტიკა გერმანიის სოციალურ-თერაპიულ დაწესებულებაში.
კურსში მონაწილეობის მსურველთა ასაკი - არანაკლებ 21 წელი.
სწავლების დასაწყისი – 2025 წლის სექტემბერი. მსურველებთან გასაუბრება შედგება 25 ივნისს, 18:00 საათზე
დაგვიკავშირდით: 595 343448 მარინა ბულია
555 801100 ლია ასანიშვილი
მისამართი: თბილისი, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების ქ. 8
E-mail: infoapnsc@gmail.com
facebook: APNSC Day home