
ბიოგრაფიაზე მუშაობა ანთროპოსოფიის საფუძველზე
ფასი
წელიწადის საფასური 4200 ლარი
ხანგრძლივობა
3 წელი
პროგრამის/კურსის შესახებ
საქართველოს ბიოგრაფიაზე მუშაობის კავშირი გთავაზობთ, პროფესიულ კურსს „ბიოგრაფიაზე მუშაობა ანთროპოსოფიის საფუძველზე“. კურსდამთავრებულები დაეუფლებიან ბიოგრაფიის კონსულტანტის პროფესიას და გადაეცემათ ბიოგრაფიაზე მუშაობის ტრენერთა საერთაშორისო ფორუმის (International Trainer Forum, Dornach, Switzerland) მიერ აღიარებული დიპლომი.
კურსის მსვლელობისას სტუდენტებს ასწავლიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები.
ბიოგრაფიაზე მუშაობა გულისხმობს კლიენტის ბიოგრაფიის განხილვას კანონზომიერებების მიხედვით, რაც კლიენტს აძლევს საშუალებას გააცნობიეროს განვლილი გზა და ცხოვრების მოვლენები, ახალი რაკურსით შეხედოს წარსულს და დასახოს მომავლის პერსპექტივა.
ბიოგრაფიაზე მუშაობის საფუძველია ანთროპოსოფია, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე სულიერ მეცნიერებას და სათავეს იღებს რუდოლფ შტაინერის სულისმეცნიერული კვლევიდან. ბიოგრაფიაზე მუშაობის საწყისებთან დგანან ისეთი მკვლევარები, როგორებიც არიან ბერნარდ ლივეჰუდი და გუდრუნ ბურკჰარდი.
ტელ: 597 470 848