პროგრამები და მოკლევადიანი კურსები

"გზისგასაყარი"
შემოუერთდი ჩვენს კურსს და მიიღე პასუხები კითხვებზე - რა არის ადამიანი, როგორ ვითარდება იგი ასაკის მატებასთან ერთად, რა არის მისი არსებობის მიზანი, რას ნიშნავს სწორი აღზრდა, რა კრიზისულ პერიოდებს გავდივართ ცხოვრების მანძილზე და როგორ გადავლახოთ ისინი, რა არის დაბადებამდე და რა ხდება გარდაცვალების შემდეგ?
ფასი
160 ლარი
ხანგრძლივობა
2 წელი

ვალდორფის პედაგოგიკა - სკოლამდელი აღზრდა
ვალდორფი ლისის მიერ შედგენილი პროგრამა ორი მიმართულებით მუშაობას გულისხმობს: ეს არის საბავშვო ბაღის აღმზრდელისა და სკოლის პედაგოგის გადამზადების კურსები. სემინარის ფარგლებში ეს ორი მიმართულება კომპლექსურად ერთიანდება.
ფასი
00 ლარი
ხანგრძლივობა
ერთი წელი

ბავშვისა და ზრდასრული ადამიანის ასა კობრივი განვითარების კანონზომიერებები
შეისწავლით ადამიანის ბიოგრაფიული განვითარების ფაზებს, პიროვნების ხასიათს, ფსიქიკური თვისებებისა და უნარების არსს, ყურადღება დაეთმობა კრიზისულ პერიოდებს, მათ სპეციფიკასა და გადალახვის გზებს.
ფასი
400 ლარი
ხანგრძლივობა
4 თვე

ადამიანთმცოდნეობა და სოციალური თერაპია
პროგრამა გასცემს პასუხს კითხვას - რა არის ადამიანი და მისი დანიშნულება, შეისწავლით სოციალური თერაპიის პროფესიას, რომლითაც შეძლებთ შეფერხების მქონე სრულწლოვან ადამიანებთან მუშაობას და მათი ინდივიდუა ლური განვითარების მხარდაჭერას.
ფასი
თვეში 160 ლარი
ხანგრძლივობა
2 წელი

ბიოგრაფიაზე მუშაობა ანთროპოსოფიის საფუძველზე
საქართველოს ბიოგრაფიაზე მუშაობის კავშირი გთავაზობთ, პროფესიულ კურსს. სტუდენტები დაეუფლებიან ბიოგრაფიის კონსულტანტის პროფესიას და გადაეცემათ ტრენერთა საერთაშორისო ფორუმის მიერ აღიარებული დიპლომი.
ფასი
წელიწადის საფასური 4200 ლარი
ხანგრძლივობა
3 წელი

განვითარების შეფერხების ფორმები ბავშვებში
გთავაზობთ, ადამიანის განვითარების შეფერხების ფორმების განხილვას. კურსი განკუთვილია მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის, სპეცპედაგოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის და სხვა პირებისთვის.
ფასი
200 ლარი
ხანგრძლივობა
10 შეხვედრა

ურთიერთობის ხელოვნება და კომუნიკაციის ტექნიკა
მოკლევადიანი კურსი მოიცავს ურთიერთობის ხელოვნების, კომუნიკაციის ტექნიკის საკითხებს. კურსის განმავლობაში გაეცნობით კომუნიკაციის თეორიულ საფუძვლებსა და პრაქტიკულ მაგალითებს, ასევე იქნება სავარჯიშოები.
ფასი
200 ლარი
ხანგრძლივობა
10 შეხვედრა