გეპატიჟებით ბიბლიოთეკასა და კაფეში

ბიბლიოთეკა და კაფე
სულის მეცნიერულ ლიტერატურაზე მუშაობის, დასვენების, შეკრებებისა და აზრთა გაზიარებისთვის ანთროპოსოფიული საზოგადოება გეპატიჟებათ ბიბლიოთეკის კაფეში.
ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე შეგიძლიათ ესტუმროთ, შეიძინოთ ან ბიბლიოთეკიდან გაიტანოთ წიგნები, მიირთვათ ჩაი და ყავა, ტკბილეული და სასიამოვნოდ გაატაროთ დრო.
მისამართი: ზეინაბ ბოცვაძის ქუჩა N10.
სიახლეების გასაცნობად გამოიწერეთ Facebook გვერდი - https://www.facebook.com/share/p/1APqMZ7zYP/
ანთროპოსოფიული საზოგადოება
საშემოდგომო კონფერენცია - "სად ვხვდებით და როგორ შევიცნობთ მიქაელის იმპულსს"

2025 წლის 10-12 ოქტომბერი, კონფერენცია
მთავარანგელოზ მიქაელის 29 სექტემბრის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ანთროპოსოფიული საზოგადოება საქართველოში, გეპატიჟებათ საშემოდგომო კონფერენციაზე - "სად ვხვდები და როგორ შევიცნობ მიქაელის იმპულსს". კონფერენცია ჩატარდება სოფელ მაწევანში, 2025 წლის 10-12 ოქტომბერს. დაგეგმილია - მოხსენებები, ჯგუფური დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები, ექსკურსია სამშვილდეში. ღონისძიებაზე დასწრების საფასურია 100 ლარი. თუმცა, შესაძლებელია ანთროპოსოფიული საზოგადოების თანადაფინანსებული ბილეთის ყიდვა 50 ლარიდან. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მიუთითეთ რეგისტრაციისას. საფასური მოიცავს - ტრანსპორტირება - თბილისი მაწევანი; კვება და ორი ღამით დარჩენა; ტრანსპორტირება ექსკურსიაზე; ტრანსპორტირება მაწევანი - თბილისი.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ!
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ - anthropos.geo@gmail.com
წყარო - ანთროპოსოფიული საზოგადოება საქართველოში
შეხვედრები ანთროპოსოფიულ საზოგადოებაში

ოთხშაბათობები
ყოველწლიურად, ოთხშაბათობით, ანთროპოსოფიულ საზოგადოებაში ტარდება საინტერესო შეხვედრები - ლექციები, პრაქტიკული სამუშაო, დისკუსიები, განხილვები. დასწრება თავისუფალია.
მიმდინარე წელს, შეხვედრები განახლდება 1-ელი ოქტომბრიდან. პირველ კვირას ნარგიზ ტიზლარიშვილი წარდგება თემით "ქრისტიანული იდეალები მიქაელის ეპოქაში". შემდეგი შეხვედრა დაეთმობა სურათის გოეთეანისტურ განხილვას გიორგი აფციაურთან ერთად. მესამე ოთხშაბათს დაგეგმილია ახლახანს ნათარგმნი წიგნის - ბერნარდ ლივეხუდი - “სამშვინველის ხსნაზე” მიმოხილვა ნიკოლოზ ყანჩაველთან ერთად. მეოთხე კვირას ჰანს ჰასლერი გიმანსპინძლებთ თემით "მშვიდობის სფეროები ერისა და ენის სულთა ურთიერთობაში. თვის დასასრულს კი დაგეგმილია შეხვედრა ნიკოლოზ ურუშაძესთან თემით "ასტროლოგია, კარმა და თავისუფლება".
წყარო - ანთროპოსოფიული საზოგადოება საქართველოში
გამოიცა ახალი თარგმანი, ავტორი ლია ყიფიანი

სულისმეცნიერული ნაშრომები
"სულისმეცნიერული ნაშრომები" ლია ყიფიანის მიერ ნათარგმნი, რომელშიც გაერთიანებულია რუდოლფ შტაინერის სამი ნაშრომი:
"ადამიანის და კაცობრიობის სულიერი წარმმართველობა";
"გრძნობათა სამყარო და სულის სამყარო";
"ანთროპოსოფიულად შემეცნებული ზეგრძნობადი ადამიანი".
წიგნის შეძენა შესაძლებელია ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირი N18-ში.
წყარო - Facebook
ახალი გამოცემა - ბერნარდ ლივეხუდი "სამშვინველის ხსნაზე"

ნათარგმნი ქართულ ენაზე - ბერნარდ ლივეხუდი
ნიკოლოზ ყანჩაველისა და "ახალგაზრდული საზოგადოება პარსიფალის" ინიციატივით ითარგმნა და დაიბეჭდა წიგნი ᲑᲔᲠᲜᲐᲠᲓ ᲚᲘᲕᲔᲮᲣᲓᲘ - ᲡᲐᲛᲨᲕᲘᲜᲕᲔᲚᲘს ᲮᲡᲜᲐᲖᲔ. წიგნი შეეხება, ამ საუკუნეში ანთროპოსოფიული მოძრაობის ბედისწერას და სამი ძირითადი სულიერი ნაკადის თანამშრომლობას. მასში განხილულია სამი დიდი ხელდასხმულის: რუდოლფ შტაინერის, ქრისტიან როზენკროიცის და მანუს მოღვაწეობა. ბერნარდ ლივეხუდი ამ გამოცემას საკუთარ სულიერ ანდერძად მიიჩნევდა. მან წიგნი გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე დაასრულა.
ყოველი წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხის 40% მოხმარდება ᲐᲜᲗᲠᲝᲞᲝᲡᲝᲤᲘᲣᲚ ᲧᲠᲘᲚᲝᲑᲔᲑᲡ საქართველოში.
წყარო - Nikoloz Kanchaveli | Facebook
"თავისუფლების ფილოსოფია" - ერთწლიანი ონლაინ კურსი

აზროვნებისა და თავისუფლების განმავითარებელი გზა
130 წელზე მეტი ხნის წინ, რუდოლფ შტაინერმა გამოაქვეყნა წიგნი „თავისუფლების ფილოსოფია“. თუ ვახერხებთ მისი შინაარსის გააზრებას, მაშინ გვეხსენება გზა შინაგანი შემოქმედებითი საფუძვლებისკენ. 2019 წელს შეიქმნა ყოველწლიური ტრენინგი, თანამედროვე, გამოცდილებაზე დაფუძნებული სასწავლო გზა, რომელიც ეფუძნება "თავისუფლების ფილოსოფიას". დღეს იგი უკვე გადაიქცა მსოფლიოში მშვიდობის იმპულსად. კურსის მეშვიდე ციკლი იწყება 2025 წლის 28 სექტემბერს შემდეგ ენებზე: გერმანული, ინგლისური, ესპანური, რუსული, ჩეხური, ჩინური, კორეული, იაპონური, იტალიური, ნიდერლანდური, უნგრული, არაბული და ქართული. თქვენ გეძლევათ შემდეგი შესაძლებლობა: თავისუფლების ფილოსოფიის დამუშავება 7 თვეში; 600 ბარათი სხვადასხვა აზრებით; ყოველკვირეული დამხმარე წერილები; ყოველთვიური Zoom კონფერენციები; წყვილში და რეგიონალურ ჯგუფებში მუშაობა; აზრების გაცვლა, შეხვედრები და ინსპირაცია; აპლიკაცია და დამატებითი რესურსი; საერთაშორისო კურსი მთელი მსოფლიოდან ადამიანების ჩართულობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ — Philosophie-der-Freiheit.de ან მიწერეთ ელ-ფოსტაზე: Jahrestraining@Philosophie-der-Freiheit.de.